მთავარი / სიახლეები / სერია A / ანიელი: “იუვენტუსი” პროტოკოლს პატივს სცემს”

ანიელი: “იუვენტუსი” პროტოკოლს პატივს სცემს”

ტურინის „იუვენტუსი“ „ნაპოლისთან“ სათამაშოდ მოედანზე გავიდა, იმის მიუხედავად, რომ მეტოქე ტურინში არ ჩასულა. „იუვეს“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„გასაგები პროცესია, ვიცით რა ხდება დადებითი შემთხვევების გამოვლენის შემდეგ. დე ლაურენტინსმა მომწერა შეტყობინება და ვუპასუხე, რომ „იუვენტუსი“ წესებს იცავს. მან თამაშის გადადება მთხოვა და ეს ლეგიტიმური მოთხოვნაა, მაგრამ წესებს უნდა დავემორჩილოთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, შეცდომა იქნება, როგორც სპორტსმენების კუთხით, ისე მოქალაქეობრივად. მოედანზე გამარჯვება ყოველთვის მირჩევნია.

საზოგადოების ჯანმრთელობა პირველ ადგილზეა, მაგრამ თუ სპორტული ღონისძიებების დასრულება გვინდა, უნდა შეგვეძლოს ინფიცირების შემთხვევბის მართვა“, – თქვა ანიელიმ Sky Sport-თან საუბარში.

ჯერჯერობით ლეგა სერია A-ს ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია. მატჩი არც გადადებულია და არც შედეგი დაფიქსირებულა. იტალიური მედიის ცნობით, „ნაპოლის“ დიდი ალბათობით პროტოკოლის დარღვევის გამო ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვლება და გარდა ამისა, სატურნირო ცხრილში 1 ქულა ჩამოაკლდება.

იტალიაში არსებული რეგულაციით, გუნდს თამაშის გადადების უფლება მაშინ აქვს, როდესაც 13 ფეხბურთელს ვერ აგროვებს ან 10-ზე მეტ ფეხბურთელს აქვს კორონავირუსი. „ნაპოლიში“ კი მხოლოდ ორი შემთხვევაა დადასტურებული. აღსანიშნავია, რომ სხვა იტალიური გუნდები, „მილანი“, „ატალანტა“ და „ტორინო“ გუნდში არსებული რამდენიმე ინფიცირებული ფეხბურთელის მიუხედავად სეზონს აგრძელებენ და „ნაპოლისგან“ განსხვავებით თამაშზე უარი არ უთქვამთ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …