ტურინის „იუვენტუსი“ ფედერიკო კიეზას დაიმატებს, ყველაფერი გადაწყვეტილია ის სულ მალე სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის.
იტალიური მედიის ცნობით, ფედერიკო „იუვეს“ ორწლიანი იჯარით შეუერთდება, პირველ წელს მისი ღირებულება 2 მილიონი ევრო, ხოლო მეორე წელს 8 მილიონი ევრო იქნება.
„იუვე“ კიეზას 2022 წელს 40 მილიონ ევროდ გამოისყიდის. იტალიელმა შემტევმა ტურინში წასვლამდე „ფიორენტინასთან“ კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს, რომელიც 2022 წელს იწურება. ამის მიზეზი ისაა, რომ „იუვემ“ მისი გამოსყიდვა მოახერხოს.
ფედერიკო კიეზას ტრანსფერს მწვანე შუქი საბოლოოდ მას შემდეგ აენთო, რაც დუგლას კოშტას „ბაიერნში“ გადასვლა გადაწყდა.