ტურინის „იუვენტუსი“ ლისაბონის „ბენფიკას“ შემტევი ტიპის ნახევარმცველ ჟოა ფელიშის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს. ნიჭიერ ფეხბურთელს სხვა გრანდებიც ეპატიჟებიან, მაგრამ A Bola-ს ცნობით, ფავორიტი „იუვეა“.
ფელიშს კრიშტიანუ რონალდუს გვერდით თამაში ძალიან უნდა და სწორედ ეს ფაქტი „იუვენტუსისკენ“ უბიძგებს. გარდა ამისა, ტურინელებს ჟორჟე მენდეშთან, რომელიც ფეხბურთელის აგენტია, კარგი ურთიერთობა აქვთ.
აქამდე გავრცელებული ცნობით, „ბენფიკამ“ 19 წლის ტალანტის სანაცვლოდ იტალიელთა 75-მილიონიანი წინადადება უარყო და ფეხბურთელის გაყიდვას 120 მილიონ ევროდ იმედოვნებს.