ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი იაკოპო ვოლპი მასიმილიანო ალეგრის მომავლის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, იტალიელი გუნდს დატოვებს.
„მე ვფიქრობ, ალეგრი „იუვენტუსს“ დატოვებს, რომელიც ამბობს, რომ რჩება, მაგრამ სამომავლო გეგმებზე უნდა ისაუბრონ. არმგონია, რომ პრობლემა მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი იყოს.
ვიცით, რომ რონალდუ რჩება, მაგრამ დიბალას, პიანიჩისა და დუგლას კოშტას ირგვლივ კითხვის ნიშნებია. ალეგრის მთავარი სინანული ბერლინში წაგებული ფინალია, რადგან მაშინდელი „იუვენტუსი“ შესანიშნავად თამაშობდა, „ბარსელონასთან“ თანაბრად“, – თქვა ვოლპიმ.
შეგახსენებთ, რომ ალეგრის „იუვესთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება.