„იუვენტუსმა“ შაბათს „ფიორენტინა“ დაამარცხა და სკუდეტოც გაიფორმა. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებსა და რეკორდებს, რომელიც ამ შეხვედრის შემდეგ დაფიქსირდა.
ზედიზედ რვა
„იუვენტუსმა“ სკუდეტო ზედიზედ მერვედ მოიგო და ეს აბსოლუტური რეკორდია არამარტო იტალიაში, არამედ ტოპ ჩემპიონატებში (იტალია, ესპანეთი, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი). ტურინელებმა „ლიონის“ შედეგი გააუმჯობესეს, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატი 2001-2002 წლების სეზონიდან 2007-2008 წლების სეზონამდე მიჯრით მოიგო.
„ალიანც სთედიუმი“ – 150
გამარჯვება და ზეიმი დაემთხვა „ალიანც სთედიუმზე“ 150-ე თამაშს, საიდანაც „იუვემ“ მატჩების 85% მოიგო (127 გამარჯვება) და გაიტანა 335 გოლი.
ალექს გოლი
მას შემდეგ, რაც ალექს სანდრო სერია A-ში დებიუტი ჰქონდა (2015 წლის სექტემბერში), მცველებიდან ყველაზე მეტ გოლში (23) მიიღო უშუალო მონაწილეობა (10 გოლი, 13 საგოლე პასი).
ბევრი ფეხბურთელი გოლით
მხოლოდ „დორტმუნდისა“ და „სასუოლოს“ ჰყავს უფრო მეტი გოლის ავტორი ამ სეზონში (ორივეს 18) ტოპ ჩემპიონატებში, ვიდრე „იუვენტუსს“ – 17.
პიანიჩის ზედიზედ მეორე ასისტი
პიანიჩმა ზედიზედ ორი საგოლე პასი გააკეთა ბოლო ორ მატჩში. ბოლოს ბოსნიელს მსგავსი შედეგი 2017 წლის სექტემბერში ჰქონდა.