ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგა კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად პირველივე სეზონში ვერ მოიგო. ამ ფაქტმა კი, გუნდის ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ მხოლოდ რონალდუს ტრანსფერი ესოდენ დიდი წარმატებისთვის საკმარისი არაა და მითუმეტეს, გარანტია.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ფაბიო პარატიჩი ზაფხულში ნაყოფიერად იმუშავებს და გუნდის შემადგენლობას გააძლიერებს.
ქვემოთ ის ფეხბურთელებია ჩამოთვლილი, რომლებიც „ბებერი სინიორას“ ინტერესის სფეროში არიან. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელის შეძენას „იუვე“ ვერ მოახერხებს, მაგრამ მთავარი სამიზნეების ამორჩევა პარატიჩის, ანიელისა და ნედვედს სწორედ ამ სიიდან მოუწევთ:
ფედერიკო კიეზა („ფიორენტინა“, ნახევარმცველი), ისკო („რეალი“, ნახევარმცველი), პოლ პოგბა („მანჩესტერი“, ნახევარმცველი), ნიკოლო ძანიოლო („რომა“, ნახევარმცველი), ტანგუი ნდომბელე („ლიონი“, ნახევარმცველი), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი („ლაციო“, ნახევარმცველი), რუბენ დიაში („ბენფიკა“, მცველი), მატის დე ლიხტი („აიაქსი“, მცველი), ჟოაო ფელიში („ბენფიკა“, ნახევარმცველი), რაფაელ ვარანი („რეალი“, მცველი), კოსტას მანოლასი („რომა“, მცველი), სტეფან სავიჩი („ატლეტიკო“, მცველი).