მთავარი / სიახლეები / დიბალას ტრავმის შესახებ

დიბალას ტრავმის შესახებ

პაულო დიბალას ტრავმა სერიოზული არაა. იტალიური მედიის ცნობით, არგენტინელი „იუვეს“ სამშაბათს, „კალიარისთან“ მატჩშიც დააკლდება, მაგრამ შემდეგ „მილანის“ წინააღმდეგ დიდი ალბათობით, დაბრუნებას მოახერხებს. აი, “აიაქსთან” 10 აპრილს გასამართ მატჩში მისი თამაში საეჭვო არაა.

დიბალას ტრავმის შესახებ კომენტარი მასიმილიანო ალეგრიმაც გააკეთა, რომლის განცხადებით საგანგაშო არაფერია:

„პაულომ არგენტინის ნაკრებში მიიღო მცირე დაზიანება და გახურებისას ტკივილი იგრძნო. ყველა კუნთი ინდივიდიალურია, ამიტომ, გადავწყვიტე, რომ არ გაგვერისკა“, – თქვა ალეგრიმ ნამატჩევს.

შეგახსენებთ, რომ დიბალა „ემპოლისთან“ ძირითად შემადგენლობაში იყო გამწესებული, მაგრამ გახურებისას დაზიანება იგრძნო და საბოლოოდ, ტრიბუნაზე აღმოჩნდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …