„იუვენტუსმა“ „ემპოლის“ მოიზე კინის გოლით 1:0 აჯობა და სერია A-ში 78 ქულა დააგროვა.
25 29-დან
სერია A-ს ისტორიაში მესამედ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ერთმა კონკრეტულმა გუნდმა 29 ტურიდან 25 მატჩი მოიგო. მანამდე იგივე „ინტერმა“ (2006-2007) და „იუვენტუსმა“ (2013-2014) გააკეთეს.
„ემპოლისთან“ რვიდან რვა
„იუვენტუსმა“ „ემპოლის“ სერია A-ში ბოლო რვა მატჩიდან რვავე მოუგო. გაიტანა 16 გოლი გოლი და გაუშვა მხოლოდ ორი.
მოიზე კინი
მოიზე კინი (19 წელი და 31 დღე) სერია A-ს ისტორიაში რიგით მეორე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც 8 გოლის გატანა მოახერხა. პირველი შედეგი ისევ მარიო ბალოტელის აქვს, რომელმაც რვა გოლი იტალიის მთავარ ლიგაში 2009 წელს გაიტანა (18 წლისა და 242 დღის ასაკში). კინს ამ სეზონში 3 გოლი აქვს გატანილი საწყისი სამი დარტყმიდან (კარში).
2 წუთი და 30 წამი
კინმა გოლი მოედანზე შესვლიდან 2 წუთსა და 30 წამში გაიტანა. მიმდინარე სეზონში „იუვენტუსის“ ფეხბურთელთაგან ცვლილებაზე უფრო სწრაფად მხოლოდ ემრე ჯანმა მოახერხა თავის გამოჩენა. „სასუოლოსთან“ 41 წამში.
ციფრები
ბლეზ მატუიდისთვის „იუვენტუსის“ ძირითად შემადგენლობაში სერია A-ში 50-ე მატჩი გამოდგა. ეს ყველაზე მაღალი შედეგია 2017-2018 წლების სეზონიდან მოყოლებული „ბიანკონერის“ რიგებში.
ალექს სანდრომ სერია A-ში საიუბილეო, მეასე თამაში ჩაატარა.