მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “ემპოლი”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “ემპოლი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 29-ე ტურში „ემპოლი“ მოიზე კინის გოლით დაამარცხა (1:0). გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6 – „იუვემ“ ცუდად ითამაშა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შჩესნის გუნდის გადარჩენა არ დასჭირვებია, რადგან მეტოქეს კარში არ დაურტყამს.

კანსელუ 6 – თამაში ცუდად დაიწყო, ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ალექს სანდროსთან შედარებით, მინიმუმ მცდელობები ჰქონდა.

რუგანი 6.5 – ბონუჩივით შეტევებს ვერ იწყებდა, მაგრამ მეტოქეებისთვის საჩუქარი არ გაუკეთებია.

კიელინი 6.5 – მოედანზე 11 კიელინით „იუვეს“ არასდროს დაუსტვენდნენ ქომაგები.

ალექს სანდრო 5 – მოედანი სტვენის ფონზე დატოვა. მისი ნეგატიური თამაშების სიუხვე უკვე შემაშფოთებელია.

სპინაცოლა 6.5 – მან ალექს სანდრო შეცვალა და დაუყოვნებლივ შეიტანა თამაშში პატარა მუხტი. მოცემულ მომენტში ის უკეთეს ფორმაშია და მეტ სათამაშო დროს იმსახურებს.

ემრე ჯანი 6 – ის დაცვასა და შეტევას შორის მოქმედებდა. ხშირად არაზუსტად თამაშობდა, მაგრამ ლომივით იბრძოდა.

ბენტანკური 5.5 – დიბალას ტრავმის გამო ძირითად შემადგენლობა მოხვდა. თუმცა, ცუდად ითამაშა, ბევრჯერ დაკარგა ბურთი.

პიანიჩი 6.5 – სათამაშო რიტმის კარნახს ცდილობდა, თუმცა მთელი „იუვე“ გაჩერებული იყო.

მატუიდი 6 – მას უკეთესი მატჩებიც ჰქონია.

კინი 7.5 – შემოვიდა და გაიტანა. მან ამ პერიოდში აუცილებლად უნდა ითამაშოს. ახლა თუ არა, როდის?

ბერნარდესკი 6.5 – უკეთესად ითამაშა მეორე ტაიმში, ისევე როგორ ყველამ. ორჯერ ძალიან ახლოს იყო გოლთან.

კასერესი შ.გ – ურუგვაელმა მოედანზე 5 წუთი გაატარა.

მანჯუკიჩი 6.5 – პირველ ტაიმში აჩრდილს ჰგავდა. თუმცა, შემდეგ მეორე სართულზე დომინაცია მოახდინა. ჯერ ბერნარდესკის გაუკეთა კარგი პასი, მერე კი კინის დროს საგოლე პასი უბრალოდ შედევრი იყო.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …