ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა მოიზე კინისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. ჩეხის განცხადებით, „იუვე“ კინთან ახალი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს.
„დიახ, ჩვენ ამ ბიჭის შენარჩუნების დიდი სურვილი გვაქვს, რადგან 19 წლისაა და ბევრ რამეს უკვე აკეთებს. ასეთ ასაკში ეს მართლაც წარმოუდგენელია, ძალიან კარგად თამაშობს. რა თქმა უნდა, გვინდა კონტრაქტი გავახანგრძლივოთ და ამ კუთხით ნაბიჯები წინ გადადგმულია. მას განვითარება უნდა დავაცადოთ, უნდა დავიცვათ, რადგან ახალგაზრდაა, მაგრამ მართლაც კარგ საქმეს აკეთებს.
რონალდუ? ჯერ ადრეა საუბარი, მაგრამ გვჯერა, რადგან კრიშტიანუ სწრაფად დასაბრუნებლად ბევრ რამეს აკეთებს. ცხადია, გვინდა რისკისგან თავი ავირიდოთ და მხოლოდ იმ მოთამაშეებს დავეყრდნოთ, რომლებიც 100%-ით მზად იქნებიან“, – თქვა ნედვედმა.