ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „ემპოლისთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ემპოლი“ ტექნიკური გუნდია, რომელმაც ბევრ მეტოქეს მიმდინარე სეზონში პრობლემები შეუქმნა. იციან ფეხბურთის თამაში ტექნიკის ელემენტებით. ძალიან ბევრი სივრცეები მივეცით მეტოქეს, განსაკუთრებით შუა ხაზში. ვითამაშეთ პატივისცემით და პირველი ტაიმი რთული გამოდგა, მაგრამ მეორე ნახევარში მეტი საგოლე მომენტი შევქმენით.
კინმა უნდა გააგრძელოს მუშაობა, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. ის საჯარიმოს თავდამსხმელია, რომელიც გოლებს იტანს. ალბათ, მოედანზე თავიდანვე რომ ყოფილიყო, ასეთ მნიშვნელოვან როლს ვერ შეასრულებდა.
კიელინი? მე ყოველთვის ვცდილობ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიარო, გავაუმჯობესო თამაშო და გავაკეთო ის, რაც მჭირდება“, – განაცხადა კიელინიმ.