ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ემპოლისთან“ გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, მისი გუნდი სკუდეტოს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
„პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ, კარგი „ემპოლის“ წინააღმდეგ ვერაფერი მოახერხეთ. შესვენების შემდეგ უკეთესად ვითამაშეთ და არაფერი დაგვითმია. მძიმედ მოვიგეთ, მაგრამ სკუდეტოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით.
შეუძლებელია ყველა თამაშში 10 წუთის შემდეგ 3:0-ს იგებდე. ზოგჯერ ის ხდება, რაც დღეს ვნახეთ. ახლა +18 ქულა გვაქვს სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე, მაგრამ 4 გამარჯვება ისევ დაგვრჩა მოსაპოვებელი. სამშაბათს კალიარიში მივდივართ, სადაც ვიწრო მოედანია ვითამაშებთ მებრძოლი გუნდის წინააღმდეგ.
რატომ არ ითამაშა კინმა პირველივე წუთიდან? – მას აქვს ამბიცია და ეს სწორია. ბოლო დღეებში მედია საშუალებებმა მასზე ბევრი ისაუბრეს და მისი ფსიქიკური ენერგია არაჯანსაღი გახადეს, ნაკრებში გატანილი ორი გოლის შემდეგ. თუმცა, ეს ფსიქოლოგიური მომენტია და არა ფიზიკური. ძირითად შემადგენლობაში რომ დამეყენებინა, სათადარიგო სკამიდან შეტევის გაძლიერების არჩევანი აღარ მექნებოდა.
რონალდუ? დღეს დილით ნაბიჯი წინ გადადგა, მაგრამ უნდა დავაკრიდეთ რა მოხდება“, – თქვა ალეგრიმ.