ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მოიზე კინმა „ემპოლის“ კარში გამარჯვების გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 19 წლის ფეხბურთელის განცხადებით, მისი წარმატებულად ათამაშების საიდუმლო მუშაობაა და მზადაა ახალი რეკორდებიც დაამყაროს.
„ბედნიერი ვარ, რომ მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გავხდი, რომელსაც სერია A-ში ოდესმე 8 გოლი გაუტანია. მზად ვარ სხვა რეკორდებიც დავამყარო. საიდუმლო? მუშაობაეს ერთადერთია, რაც მოედანზე გეხმარება, მწვრთნელმა მართალი თქვა: იმედია, მსოფლიოში გამორჩეული გავხდები, მაგრამ ამას მუშაობა სჭირდება“, – თქვა კინმა.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” “ემპოლი” მოიზე კინის კინკილა გოლით დაამარცხა და 78 ქულა დააგროვა.