ტურინის „იუვენტუსს“ სამი ხედირა დაუბრუნდა. გერმანელმა ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და დიდი ალბათობით, „კალაირის“ წინააღმდეგ განაცხადშიც მოხვდება.
„დასრულდა პირველი ვარჯიში გუნდთან ეთად. სასიამოვნოა დაბრუნება სეზონის გადამწყვეტი ფაზისთვის“, – დაწერა სოციალურ ქსელში ხედირამ.
შეგახსენებთ, რომ გერმანელს თვეზე მეტი გაუცდა გულზე გაკეთებული ოპერაციის გამო.