ტურინის „იუვენტუსმა“ პაულო დიბალა მოისაკლისა. „ლა ჯოია“ „სამპდორიასთან“ დაშავდა და სამედიცინო გამოკვლევის პასუხები შემაშფოთებელია.
არაა გამორიცხული დიბალამ „ლიონის“ წინააღმდეგ მოედანზე გასვლა ვერ მოახერხოს. ამას უახლოესი პერიოდი გამოაჩენს, მაგრამ სერია A-ს დარჩენილ ორ მატჩში დიბალა ვერ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ლიონი“ 7 აგვისტოს გაიმართება და ტურინელებს ერთბურთიანი ჩამორჩენა აქვთ აღმოსაფხვრელი.