ტურინის „იუვენტუსმა“ 2019-2020 წლების სეზონში სკუდეტოს მოგება მოახერხა. მაურიციო სარის გუნდმა 36-ე ტურში, გაიფორმა მორიგი, ზედიზედ მეცხრე ჩემპიონობა.
„იუვემ“ „სამპდორიას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა. ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ პირველი ტაიმის ბოლოს გახსნა. მეორე გოლიც მის აქტიურობას მოჰყვა. დაარტყა, მეკარემ აუღო და ფედერიკო ბერნარდესკიმ დაამატა. მატჩის ბოლო წუთზე რონალდუს დუბლის შესრულების შანსი ჰქონდა, რაც ბომბარდირობის და ოქროს ბუცის მოგების შანსს შეუნარჩნუნებდა, მაგრამ პენალტი ხარიხას გაარტყა.
„იუვენტუსმა“ 83 ქულა დააგროვა და ზედიზედ მეცხრედ დაეუფლა სკუდეტოს. რონალდუს 31 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში ჩირო იმობილეს, ისევე როგორც ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში 3 გოლით ჩამორჩება, მაგრამ წინ მხოლოდ ორი ტურია…
„იუვენტუსს“ კი შეუძლია ამიერიდან სრული კონცენტრაცია ჩემპიონთა ლიგაზე, „ლიონთან“ მატჩზე მოახდინოს.
„იუვენტუსი“ – „სამპდორია“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 რონალდუ (45), 2:0 ბერნარდესკი (67)