ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „სამპდორიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„გვაქვს სურვილი, რომ მიზანს მივაღწიოთ, მაგრამ თავის დაკარგვის გარეშე. ამ თამაშში სკუდეტოს მოგების შანსი გვაქვს, უნდა ვიბრძოლოთ მიზნის მისაღწევად, რადგან მასთან ახლოს ყოფნა არაფერს ნიშნავს.
ჩევნ ახლა არ ვემზადებით ჩემპიონთა ლიგისთვის, რადგან ყოველ 72 საათში ვთამაშობთ და ასე, რომ ეს შეუძლებელია. დღესაცგვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც აღდგენისთვის რამდენიმე საათი სჭირდებათ.
პიანიჩი? მან წელს 46 თამაში ითამაშა. ბოლო მატჩებში სხვა არჩევანი გავაკეთე, რადგან ამ მომენტში მცირე ტრავმა აქვს, მოგვარებადი. ისევე ოგორც ყველა იმ ფეხბურთელს, რომლებმაც 40-ზე მეტი თამაში ჩაატარეს. ვნახოთ შეძლებს თუ არა ამჯერად თამაშს. მე ეჭევი არ მეპარება მის პროფესიონალიზში და მორალში. არჩევანი მხოლოდ ტექნიკური და ტაქტიკური იყო.
ჩემპიონთა ლიგა მომხიბლავი ტურნირია და არამგონია ფსიქოლოგიური პრობლემა იყოს. „ლიონთან“ მატჩზე ფიქრისთვის 2 კვირა გვაქვს. ახლა მხოლოდ სერია A-ზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია.
წლევანდელი ჩემპიონატი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე რთულია და აქ თამაში ყველასთვის რთულია“, – განაცხადა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „სამპდორიას“ მატჩი 26 ივლისს, 23:45 საათზე დაიწყება და ტურინელები გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონები გახდებიან.