ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი დუგლას კოშტა ისევ დაშავდა და მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს. ყოველშემთხვევაში სერია A-ში.
ბრაზილიელ ფეხბურთელს კუნთზე მეორე ხარისხის დაზიანება აქვს და უცნობია მოასწრებს თუ არა გამოჯანმრთელებას ჩემპიონთა ლიგისთვის.
დუგლას კოშტა სეზონის უმეტეს ნაწილს ლაზარეთში ატარებს. ამიტომ, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 29 თამში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.