პაულო დიბალას აგენტი ჯორხე ანტუნი ტურინში ჩავიდა. ამის მიზეზი „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა და ახალ კონტრაქტზე საბოლოო შეთანხმების მიღწევაა.
იტალიური მედიის ცნობით, ანტუნი და ტურინელთა ბოსები უახლოეს ხანში ისაუბრებენ. მხარეების სურვილია, რომ დიბალამ კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივოს, არგენტინელი ცხადია, გაუმჯობესებულ ხელფასსაც ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ამიტომაც, მისი განახლება ამჟამად ძალზე მნიშვნელოვანია. პაულო ახლა ტრავმირებულია და სეზონის სტარტს გამოტოვებს.