ტურინის „იუვენტუსს“ სამი ხედირასთან კონტრაქტის გაწყვეტა უნდა. კლუბში უკვე გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ გერმანელი ფეხბურთელის სურვილია, რომ გუნდში 2021 წლის ზაფხულამდე დარჩეს.
საქმე ისაა, რომ ხედირა ხშირად ტრავმიანობს და ანდრეა პირლოს გეგმებშიც არ შედის. მისი ხელფასი 6.5 მილიონი ევროა, რისი გადახდის სურვილი „იუვეს“ აღარ აქვს და ამიტომაც, კონტრაქტის გაწყვეტაზე ფეხბურთელის სურვილის მიუხედავად, მუშაბას იწყებს.
შეგახსენებთ, რომ სამი ხედირა „იუვენტუსმა“ 2015 წელს „რეალიდან“ დაიმატა და მას შემდეგ შავ-თეთრი მაისურით ჩატარებულ 144 მატჩში 21 გოლი გაიტანა.