ტურინის „იუვენტუსი“ ედინ ჯეკოს მიუახლოვდა. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ახლა ბოსნიელი ფეხბურთელის ტრანსფერი უფრო რეალურია, ვიდრე ლუის სუარესის.
კონტრაქტი 34 წლის თავდამსხმელთან დიდი ხანია შეთანხმებულია – 7.5 მილიონი ევრო სეზონში და 2-წლიანი ხელშეკრულება.
მას შემდეგ, რაც ლუის სუარესის ტრანსფერზე ძალიან ბევრი პრობლემა წარმოიქმნა, „იუვემ“ არჩევანი ჯეკოზე გააკეთა და „რომასთან“ აქტიური მოლაპარაკების ფაზაშია.
„ჯალოროსი“ „ნაპოლის“ ფორვარდ არკადიუშ მილიკს პრაქტიკულად შეუთანხმდა რაც ჯეკოს გუნდიდან წასვლის საწინდარია. აღსანიშნავია, რომ ანდრეა პირლომ ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ ფორვარდი სჭირდება და იტალიური მედიასთან ისიც თქვა, რომ ეს, რაც უფრო სწრაფად უყიდიან, უკეთესი იქნება.