მთავარი / სიახლეები / დიბალას აგენტი პარიზშია, არგენტინელის ტრანსფერი დღის წესრიგში დგას

დიბალას აგენტი პარიზშია, არგენტინელის ტრანსფერი დღის წესრიგში დგას

პაულო დიბალას „იუვენტუსიდან“ წასვლის საკითხი ისევ ღიაა. მიუხედავად ამხანაგურ მატჩებში მაღალ დონეზე თამაშისა, არგენტინელის ტურინული მომავალი ბეწვის ხიდზეა და პარალელურად მისი აგენტი პსჟ-სთან მოლაპარაკებებს მართავს.

ხორხე ანტუნი პარიზშია, სადაც ფრანგული გუნდის წარმომადგენლებს ხვდება. მეტიც, Sportmediaset-ის ინფორმაციით, არაა გამორიცხული, რომ დღეს საღამოს პარიზში თავად დიბალაც ჩაფრინდეს.

ასეთ შემთხვევაში, პაულო „პარმასთან“ შეხვედრაში „იუვენტუსს“ ვერ დაეხმარება და ახლოს იქნება „პარი სენ ჟერმენში“ გადაბარგებასთან.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ დიბალას გაყიდვა გადაწყვეტილი აქვს, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ტოტენჰემში“ ტრანსფერები ბოლოსკენ ჩაიშალა. ახლა ერთადერთი გამოსავალი „პარი სენ ჟერმენია“ და წესით მიმდინარე კვირაში ყველაფერი უნდა გაირკვეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *