პაულო დიბალამ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა და მილანის „ინტერი“ დაამწუხრა. ნამატჩევს, პაულომ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გუნდი პროგრესირებს.
„მართლაც შესანიშნავი თამაში იყო, რადგან ძალიან გვინდოდა პირველ ადგილზე გადავსულიყავით. ვფიქრობ, ამ თამაშით გულშემატკივრებს კარგი მოგონება დავუტოვეთ. მწვრთნელი კარგი იყო და ჩვენც კარგად ვითამაშეთ. შეცვლები ფუნდამენტურია და ვითამაშეთ ისე, როგორც გვინდოდა, ეს მეორე გოლის დროსაც გამოჩნდა. განვითარების ფაზაში ვართ, დღეს კი ყველამ ძალიან კარგად ითამაშა. ვინც ძირითადში იყო გაიტანა, ცვლილებაზე შესულმა გაიტანა… ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს“, – თქვა დიბალამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს გათამაშებას 19 ქულით ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 19 ოქტომბერს, ტურინში, „ბოლონიასთან“ ჩაატარებს.