მთავარი / სიახლეები / იგუაინი: “სანაკრები პაუზაზე მშვიდად გავედით”

იგუაინი: “სანაკრები პაუზაზე მშვიდად გავედით”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა „ინტერთან“ (2:1) მატჩის შემდეგ ისაუბრა. არგენტინელი დიდი იტალიური დერბის გმირი გახდა, რადგან მე-80 წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

გონსალო გუნდის თამაშით და გოლით ბედნიერი დარჩა:

„მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, „ინტერი“ აქამდე ყველაზე სოლიდური გუნდი იყო ჩემპიონატში, რადგან ექვსიდან ექვსი თამაში ჰქონდა მოგებული. შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ და მოვიგეთ. გოლით ბედნიერი ვარ, ვიცოდი, რომ მოედანზე თუ შევიდოდი, მაქსიმუმს გავაკეთებდი გუნდის დასახმარებლად. დიდი მონდომებით ვითამაშეთ და ახლა პირველ ადგილზე ვართ. სანაკრებო პაუზაზე მშვიდად გავდივართ და ასე გავაგრძელებთ“, – თქვა იგუაინმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს გათამაშებას 19 ქულით ლიდერობს, ხოლო მომდევნო მატჩს 19 ოქტომბერს, ტურინში, „ბოლონიასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …