ტურინის „იუვენტუსმა“ „იანგ ბოიზთან“ 1:2 წააგო, ხოლო ერთადერთი გოლი პაულო დიბალამ გაიტანა. არგენტინელმა მატჩი შეაფასა:
„ვალენსიას“ წყალობით პირველი ადგილი დავიკავეთ. დღეს ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, ხოლო როდესაც ორი გოლი გაგვიტანეს, თამაში ძალიან ჩაიკეტა. მინდოდა გატანა და გუნდის დახმარება.
ვის არ ვისურვებდი მერვედფინალში? ჩემპიონთა ლიგის მოსაგებას ყველას დამარცხებაა საჭირო“, – განაცხადა დიბალამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჯგუფური ეტაპი 12 ქულით დაასრულდა და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა.