ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „იანგ ბოიზთან“ (1:2) შეხვედრა შეაფასა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, წაგება სასიამოვნო არაა, მაგრამ მისმა გუნდმა ამ ეტაპისთვის დასახული მიზანი შეასრულა.
„წაგება არ მოგვწონს, მაგრამ ასე ვიტყოდი: ჩვენ წავაგეთ ნაკლებად მტკივნეული მატჩები. ორი მიზანი გვქონდა. გავსულიყავით მერვედფინალში და დაგვეკავებინა პირველი ადგილი – ორივეს მივაღწიეთ და თანაც დამსახურებულად. ახლა შეგვიძლია დერბიზე ვიფიქროთ.
„იანგ ბოიზმა“ ძალიან კარგად ითამაშა, ჩვენ კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ორი გოლი გავუშვით და მეტოქის კართან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. თუმცა, ბოლოს ჩვენი რეაქცია მაინც კარგი იყო.
კუადრადო? – მის მდგომარეობა ხვალ შეფასდება. კმაყოფილი ვარ ემრე ჯანის დაბრუნებით. მერვედფინალის წილისყრა? – თუ ძლიერი მეტოქე შეგვხდება, მაღალი დონის მერვედფინალური მატჩები გამოვა“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჯგუფური ეტაპი 12 ქულით დაასრულდა და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა.