ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ემრე ჯანმა „იანგ ბოიზთან“ მატჩი შეაფასა. გერმანელი ფეხბურთელის განცხადებით, წაგება უსიამოვნოა, მაგრამ მთავარია, რომ პირველ ადგილზე გასვლა მოახერხეს.
„ვიცოდით, რომ აქ თამაში რთული იქნებოდა და ასეც იყო. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ, რომ პირველ ადგილზე გავსულიყავით და მთავარია, ეს მოვახერხეთ. თუმცა, კმაყოფილები არ ვართ, რადგან გამარჯვება გვინდოდა. თავს როგორ ვგრძნობ? ძალიან კარგად“, – განაცხადა ემრე ჯანმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჯგუფური ეტაპი 12 ქულით დაასრულდა და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა.