ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაასრულა და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა.
შესაბაბამისად, პლეი-ოფის საწყისი სტადიის პირველ შეხვედრა სტუმრად, ხოლო საპასუხოს სახლში ჩაატარებს.
„იუვეს“ სავარაუდო მეტოქეები მერვედფინალში შემდეგი გუნდები არიან:
„ატლეტიკო“ (ესპანეთი), „ტოტენჰემი“ (ინგლისი), „ლივერპული“ (ინგლისი), „შალკე“ (გერმანია), „აიაქსი“ (ჰოლანდია), „ლიონი“ (საფრანგეთი)
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 17 დეკემბერს გაიმართება.