მთავარი / სიახლეები / “იუვემ” წაგებით, მაგრამ პირველი ადგილით დაასრულა

“იუვემ” წაგებით, მაგრამ პირველი ადგილით დაასრულა

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მარცხით, მაგრამ პირველი ადგილით დაასრულა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი ბერნში ჩავიდა და „იანგ ბოიზთან“ მოულოდნელად დამარცხდა.

არადა, თამაშის სურათიდან გამომდინარე „იუვე“ მარცხს არ იმსახურებდა, მაგრამ მომენტების რეალიზაციაში ისევ იყო სერიოზული პრობლემები. რონალდუმ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გაანიავა, ორჯერ ბურთი ძელს მოხვდა, იყო რამდენიმე უზუსტობაც. საპასუხოდ, „იანგ ბოიზი“ სახიფათოდ გადადიოდა კონტრშეტევებზე.

ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა. ალექს სანდრო შეცდა და ნგამალეუს წაქცევა საჯარიმოში მოუწია. პენალტი გიომ ოარომ გაიტანა და ანგარიში გაიხსნა. მერე ტურინელებმა სახიფათოდ შეუტიეს, მაგრამ გოლი არაფრით გადიოდა შვეიცარიელთა კარში. 68-ე წუთზე კი, მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა გოლით დასრულდა. თავი ისევ ოარომ გამოიჩინა, ფრანგი ლეონარდო ბონუჩის ადვილად გაუსწორდა და შჩესნის შანსი არ დაუტოვა.

ალეგრიმ მოედანზე პაულო დიბალას უხმო, რომელმაც მატია დე შილიო შეცვალა. არგენტინელმა მოახერხა თამაშში გარდატეხის შეტანა. მე-80 წუთზე რონალდუმ კარგად დაუგდო ბურთი დიბალას და მანაც ერთი შეხებით ეფექტური გოლი გაიტანა. წინ 10 წუთი იყო და „ბებერმა სინიორამ“ მოახერხა გატანა.

მსაჯის კომპენსირებულ დროში დიბალამ 30-ე მეტრიდან გაისროლა და ბურთის კარის ცხრიანში გაეხვა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა კრიშტიანუზე თამაშგარე დააფიქსირა. საეჭვო ეპიზოდი იყო, პაულოს კი ულამაზესი გოლი დაეკარგა. საბოლოოდ – 1:2.

მიუხედავად წაგებისა, „იუვენტუსი“ პირველ ადგილზე მაინც გავიდა, რადგან პარალელურად, ასეთივე ანგარიშით წააგო „მანჩესტერ იუნატედმა“ სტუმრად „ვალენსიასთან“.

საბოლოოდ, „იუვემ“ 12 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე „მანჩესტერი“ გავიდა (10 ქულა), მესამე „ვალენსია“ (8 ქულა), ხოლო ბოლო პოზიციაზე „იანგ ბოიზი“ (4 ქულა). სხვათა შორის, ბერნელებმა ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველი მატჩი მოიგეს…

თავის მხრივ, „იუვენტუსმა“ 2018 წელს პირველად წააგო სტუმრად. ალეგრის გუნდმა მიმდინარე წელს სტუმრად არ წააგო „ინტერთან“, „მილანთან“, „ლაციოსთან“, „რომასთან“, „ვალენსიასთან“, „მანჩესტერთან“, „ტოტენჰემთან“ და „რეალთან“, მაგრამ დიდებული სერია მოკრძალებულ „იანგ ბოიზთან“ დაასრულა…

„იანგ ბოიზი“ – „იუვენტუსი“ 2:1 (1:0)

ბერნი, „სტად ვანკდორფი“

მაყურებელი: 30 000

„იანგ ბოიზი“ (4-3-3): ვოლფლი; მბაბუ, კამარა, ბენიტო, გარსია; სოუ (ვუეთრიხი 90), ლაუპერი, ებიშერი; ნბამალეუ (შიკი 85), ოარო, ფასნახტი (ბერტონე 80)

მწვრთნელი: გერარდო სეოანე

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კუადრადო (ალექს სანდრო 23), ბონუჩი, რუგანი, დე შილიო (დიბალა 72); ბერნარდესკი, ბენტანკური, პიანიჩი (მერე ჯანი 65), დუგლას კოშტა; მანჯუკიჩი, რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 ოარო (30, პენ), 2:0 ოარო (68), 2:1 დიბალა (80)

გაფრთხილება: კამარა (62), გარსია (72), ვოლფლი (83) – ბერნარდესკი (64)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 20 (7) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 4:11 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ტობიას შტილერი (გერმანია)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …