მთავარი / სიახლეები / დიბალა: “მხოლოდ მარჯვენა ფეხით დარტყმა შემეძლო”

დიბალა: “მხოლოდ მარჯვენა ფეხით დარტყმა შემეძლო”

პაულო დიბალა „მილანთან“ მატჩის გმირი გახდა, რადგან „იუვენტუსმა“ მისი გოლით გაიმარჯვა. ნამატჩევს პაულომ კომენტარი გააკეთა:

„ალბათ არ გვითამაშია ჩვენი საუკეთესო თამაში, მაგრამ გამარჯვება იყო მნიშვნელოვანი, რადგან ფუნდამენტური ქულები გვჭირდებოდა. „მილანი“ ყოველთვის შესანიშნავი გუნდია და ჰყავს ფეხბურთელები, რომელთაც პრობლემების შექმნა ნებისმიერ დროს შეუძლიათ. შჩესნიმ ძალიან კარგად ითამაშა და ასევე დაცვაშიც დიდი თამაში გვქონდა.

მარჯვენა ფეხით გავიტანე? ამას არავინ ელოდა… მხოლოდ ასე შემეძლო დარტყმა და საბედნიეროდ ყველაფერი კარგად გამოვიდა. „ინტერთან“ დუელი? ახლა ჩვენს შორის დუელია, მაგრამ ჩემპიონატში კიდევ ბევრი თამაში წინაა“, – აღნიშნა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 32 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი, 23 ნოემბერს, სტუმრად „ატალანტასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …