მთავარი / სიახლეები / სარი: “რონალდუს რეაქცია ნორმალური იყო”

სარი: “რონალდუს რეაქცია ნორმალური იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „მილანთან“ (1:0) მატჩის შემდეგ ისაუბრა. იტალიელ სპეციალისტს კრიშტიანუ რონალდუს შეცვლისა და რეაქციის შესახებ მოუწია კომენტარის გაკეთება.

„გაგვიჭირდა, მაგრამ სწორედ მაშინ გამოჩნდა გამარჯვების სურვილი და ეს მნიშვნელოვანია. „მილანმა“ ბევრჯერ დაარტყა ჩვენი კარისკენ, მაგრამ თითქმის ყველა დარტყმა საჯარიმოს გარედან იყო, დაცვაშ კარგი თამაში ჩავატარეთ. როდესაც 20 დღეში 7 თამაშის ჩატარება გიწევს, ეს რისკია, განსაკუთრებით ფიზიკური თვალსაზრისით. იგუაინი? ის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივზე ნაკლებ შედეგიანია.

რონალდუ? რონალდუ ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას, ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ მას, რადგან არაა კარგ კონდიციებში. შევცვალე, რადგან მეჩვენებოდა, რომ კარგად არ იყო, მაგრამ მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეთამაშა, მიუხედავად იმისა, რომ ვიმეორებ, არაა სათანადო ფორმაში. მისი რეაქცია შეცვლისას? ეს ნორმალურია, ყველა ფეხბურთელია უკმაყოფილოა, როდესაც ცვლიან და ეს ნიშნავს, რომ დიდი მოტივაცია და თამაშის სურვილი გააჩნია.

ბოლო თვეში მას მუხლთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, რომელიც ვარჯიშზე დაიზიანა. ამ მომენტში დიდი ხნით ვარჯიში არ შეუძლია, კარში დარტყმის მომენტში ტკივილს განიცდის.

თუ სიმართლეა, რომ სტადიონი თამაშის დასრულებამდე დატოვა, ეს პრობლემაა და თანაგუნდელებთან ერთად უნდა მოაგვაროს. მაგრამ არ ვიცი, დატოვა თუ არა სტადიონი მატჩის დასრულებამდე, ბიჭებს მივულოცე, მაგრამ გასახდელში არ შევსულვარ“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 32 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი, 23 ნოემბერს, სტუმრად „ატალანტასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …