ვოიცეხ შჩესნიმ „მილანის“ წინააღმდეგ შესანიშნავი თამაში ჩაატარა, 7 სეივი შეასრულა და „იუვენტუსის“ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. პოლონელის განცხადებით, ბედნიერია, რომ გუნდს დაეხმარა.
„გახსნილი თამაში იყო, „მილანმა“ ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ჩვენ საღი გონებით ვითამაშეთ კარის წინ და საბოლოოდ გავიმარჯვეთ. ამ საღამოს ბევრი საქმე მქონდა და ეს არც ისე ხშირად ხდება, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რომ გუნდის დახმარება შევძელი. ყველაზე რთული ბურთი პაკეტას ავუღე, დანარჩენი დარტყმები საჯარიმოს გარედან იყო. ბედნიერი ვარ, რომ გოლი არ გავუშვი, ყოველთვის მირჩევნია 1:0 მოვიგოთ, ვიდრე 4:3…
რაც შეეხება ჩემპიონატს, არ ვიცი, არის თუ არა „ინტერთან“ დუელი. ბევრი ძლიერი გუნდია, „ატალანტა“, „რომა“, „ლაციო“ და საჭიროა ყოველთვის მზად ვიყოთ სამი ქულის ასაღებად“, – თქვა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 32 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი, 23 ნოემბერს, სტუმრად „ატალანტასთან“ ჩაატარებს.