ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ფედერიკო ბერნარდესკის თამაშით გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან.
„მილანთან“ მატჩის 61-ე წუთზე მაურიციო სარიმ ფედერიკო შეცვალა და „ალიანც სთედიუმზე“ შეკრებილი პუბლიკის ნაწილმა მას დაუსტვინა. ინსტაგრამში კი, პაველ ნედვედის ვაჟმა ბერნარდესკი დაიცვა:
„თქვენ, ვინც ბერნარდესკის უსტვენდით, რა პრობლემა გაქვთ?“, – დაწერა ნედვედის შვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბერნარდესკი ხშირად ხვდება ძირითად შემადგენლობაში, მაგალითად ბოლო ხუთი მატჩი სერია A-ში სასტარტოდან დაიწყო. მიმდინარე სეზონში კი, ერთადერთი გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაზე „ლევერკუზენთან“.