ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-12 ტურში „მილანი“ 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ვერსიით:
შჩესნი 7 – პირველ ტაიმში საუკეთესო იყო. პიონტეკსა და პაკეტას რთული ბურთები აუღო, ერნანდესის შორეულ დარტყმასაც გაუმკლავდა. მეორე ტაიმშიც ყველა შორეული დარტყმა მოიგერია და თამაში 7 სეივით დაასრულა.
კუადრადო 6 – ერნანდესთან დუელი ჰქონდა. ახლა მისი როლი კარგად ჩანს „იუვეში“ და ახალი კონტრაქტის გაფორმებაც ახლოსაა.
ბონუჩი 7 – პიონტეკი დასაწყისში გაექცა, მაგრამ შემდეგ გაუვალი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად ეფექტური ჩანდა.
დე ლიხტი 6 – არ ყოფილა საუკეთესო, მაგრამ იყო უფრო კონცენტრირებული, როგორც ჩვეულებრივ.
ალექს სანდრო 6.5 – მატუიდისა და რონალდუს უკან შესანიშნავად ითამაშა და მარცხენა ფლანგზე საუკეთესო იყო.
ბენტანკური 6 – დასაწყისში ბევრი შეცდომა დაუშვა. შემდეგ ოდნავ გამოასწორა. ისეთი შეგრძნებაა, რომ ნახევარდაცვის ყველა პოზიციაზე უფრო მეტ სივრცეს პოულობს.
პიანიჩი 6 – ნელი თამაში ჰქონდა, მაგრამ საგოლე კომბინაცია დაიწყო.
მატუიდი 5 – ორი კარგი შანსი ჰქონდა მეორე ტაიმს დასწყისში, მაგრამ მანამდე ძალინ ცუდად ითამაშა. მოედანი ტრავმის გამო დატოვა.
რაბიო 6 – კარგად ჩაერთო თამაშში, თუ არ ჩავთვლით 75-ე წუთზე ერთად შეცდომას, რასაც „მილანის“ კონტრშეტევა მოჰყვა.
ბერნარდესკი 5 – მის ყოველ შეცდომაზე პუბლიკა რეაგირებდა. თუმცა პირველ ტაიმში დონარუმას ერთადერთი ხიფათი მისი დარტყმით შეექმნა. მოედანი სტვენის ფონზე დატოვა.
დუგლას კოშტა 6.5 – ბერნარდესკის საპირისპიროდ მოედანზე აპლოდისმენტებით შევიდა. საგოლე შეტევა მისი პასით დაიწყო.
იგუაინი 6.5 – შეტევის რეჯისტა, ზოგჯერ ნელა მოძრაობდა, მაგრამ ყოველთვის ზუსტი იყო. საგოლე პასი მის აქტივშია.
რონალდუ 5 – საუკეთესო კონდიციებისგან ძალიან შორსაა, ბევრი ბურთი დაკარგა და მოედანიც მალე დატოვა.
დიბალა 7.5 – მასთან ერთად „იუვენტუსი“ შეიცვალა. უფრო მეტი გამბედაობა მოუტანა გუნდს, ხოლო მისმა კიდევ ერთმა მაგიურმა დარტყმამ 3 ქულა მოიტანა.