პაულო დიბალა „მანჩესტერში“ გადასვლაზე თანახმა არაა, მაგრამ მისი „იუვენტუსიდან“ წასვლა პრაქტიკულად მხოლოდ დროის საკითხია.
La Stampa-ს ცნობით, არგენტინელი სკეპტიკურად უყურებს ინგლისელებს და განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობენ. დიბალას კი ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირში კვლავ სურს მონაწილეობის მიღება და ამ მიზნით პსჟ-ს ელოდება, რომელიც „მანჩესტერისგან“ განსხვავებით ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.
ჯერჯერობით ფინანსური დეტალებზე საუბარი არ ყოფილა. პაულოს პრიორიტეტი ისევ ტურინში დარჩენაა, მაგრამ თუ კლუბი იძულებულს გახდის, რომ იტალია დატოვოს, მაშინ ინგლისში გადაბარგებას „პარი სენ ჟერმენში“ თამაში ურჩევნია.
ამ დროისთვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული არაფერია, თუმცა უახლოესმა დღეებმა შესაძლოა ბევრი რამ შეცვალოს.