ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ Guardian-თან ზაფხულში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. არგენტინელის განცხადებით, კლუბს მისი გაყიდვა სურდა, სარის – შენარჩუნება.
დიბალა არ გამორიცხავს, რომ დამდეგ ზაფხულს ტურინიდან აბარგება კლუბის გადაწყვეტილებით მაინც მოუწიოს.
„ძალიან ახლოს ვიყავი „იუვეს“ დატოვებასთან, ეს იყო კლუბის განზრახვა, ბოლო მომენტამდე ველოდებოდი. თუმცა, ახლა აქვ ვარ, კლუბში, რომელიც კარგად მექცეოდა. ბედნიერი ვარ. სარის მოსვლამ ხელი შეუწყო ჩემს დარჩენა. მსურდა დარჩენა, რამაც ძალა მომცა, როდესაც არ ვიცოდი რა მოხდებოდა. დამეხმარა ჩემი საუკეთესო მხარის წარმოჩენაში.
მომავალი? კონტრაქტი კიდევ ორი წელი მაკავშირებს. ეს ცოტა არაა, მაგრამ არც ბევრია. ვნახავთ რა გეგმები ექნება „იუვენტუსს“, თუ იფიქრებენ, რომ ზაფხულში ჩემი გაყიდვა უკეთესი იქნება ან პირიქით, დარჩენა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც კლუბმა უნდა მიიღოს. ძნელია ეს წინასწარ იცოდე, რადგან ყველაფერი წამში იცვლება.
მესი და რონალდუ? მე ერთადერთი მოთამაშე ვარ, რომელიც ორივეს თნაგუნდელია, მათთან ერთად გასახდელშია. მათ ყველაფერი გამართლების ხარჯზე არ მოუგიათ. რომელია საუკეთესო? ამაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია“, – თქვა დიბალამ.