ტურინის „იუვენტუსი“ და „პარი სენ ჟერმენი“ ფეხბურთელების გაცვლასთან ახლოს არიან. L’Equipe-ს ინფორმაციით, მატია დე შილიო პარიზში გადაბარგდება, ხოლო ლაიუნ კურზავა – ტურინში.
მიმდინარე სეზონში ორივე ფეხბურთელის სათამაშო პრაქტიკა შეზღუდულია და ამიტომ, ტრანსფერის ალბათობა დიდია.
მეტიც, გავლენიანი ფრანგული გამოცემა გვამცნობს, რომ მხარეები შესაძლოა სწრაფად შეთანხმდნენ და ბარტერი ოფიციალურად დადასტურდეს.