მთავარი / სიახლეები / კურზავა-დე შილიოს ბარტერი იხურება

კურზავა-დე შილიოს ბარტერი იხურება

მატია დე შილიოსა და ლაივინ კურზავას ბარტერი იხურება. მხარეებმა პრაქტიკულად მიაღწიეს შეთანხმებას, ორივე ფეხბურთელი 25 მილიონ ევროდ შეფასდა და შესაბამისად, სუფთა გაცვლა შედგება.

კურზავაც და დე შილიომ კლუბებთან 2024 წლამდე გააფორმებენ კონტრაქტებს. მატია „იუვემ“ 2017 წელს „მილანიდან“ დიამატა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა.

გაცვლის ერთ-ერთი ინიციატორი მაურიციო სარია, რადგან მარცხენა მცველის პოზიციაზე მხოლოდ ალექს სანდრო ჰყავდა, ხოლო მარჯვნინ სამი ფეხბურთელი – კუადრადო, დანილო და დე შილიო. მართალია, მარცხნივ თამაში დე შილიოსა და დანილოსაც შეეძლოთ, მაგრამ ცაცია არცერთი მოთამაშეა, რაც პრობლემას ქმნიდა.

კურზავა კი არის განაპირა მცველი, რომელსაც შეტევებში აქტიურად ჩართვა ეხერხება. სხვათა შორის, მას ფაბიო პარატიჩი აქტიურად ჯერ კიდევ მაშინ აკვირდებოდა, როცა „მონაკოს“ ღირსებას იცავდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …