პოლ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ თავისი კლიენტის „იუვენტუსში“ შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი. რაიოლას განცხადებით, ოცნება შეუძლიათ, მაგრამ პოგბას ტრანსფერზე საუბრის დრო ამჟამად არაა.
„იუვენტუსის“ გულშემატკივრებმა უნდა იოცნებონ, რადგან თუ ამას არ აკეთებ, მაშინ მკვდარი ხარ. მე არ ვმუშაობ ოცნებებში, მაგრამ რეალურ სამყაროში ვცდილობ ჩემი კლიენტებისთვის სწორი არჩევანი გავაკეთო. ახლა არაა იმის თქმის დრო, თუ რა იქნება პოლის მომავალი“, – განაცხადა რაიოლამ.
შეგახსენებთ, რომ პოგბას „იუვენტუსს“ აქტიურად უკავშირებენ და ტრანსფერის განხორციელებას დამდეგ ზაფხულს ელოდებიან.