მთავარი / სიახლეები / სერია A / მაურიციო სარის პრესკონფერენცია “ნაპოლისთან” მატჩამდე

მაურიციო სარის პრესკონფერენცია “ნაპოლისთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ნაპოლისთან“ მატჩისწინ პრესკონფერენცია გამართა და ხვალინდელი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენთვის ეს არის კონკრეტული თამაში, მაგრამ აშკარაა, რომ რისკის საფუძველზე პერსონალური ენერგია არ უნდა დაიხარჯოს. მთავარია კოლექტიური მიზანი  და უნდა მოვიპოვოთ ქულები, რთულ თამაშში.

ერთ დღეს ნეაპოლში დავბრუნდები? ახლა ასეთი ფიქრები არ მაქვს. „იუვეში“ მუშაობის შემდეგ კარიერის დასრულებაც შემიძლია, უნდა ვნახო რამდენი ენერგია დამრჩება. კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ თუ მოტივაცია მექნება მუშაობას გავაგრძელებ, წინააღმდეგ შემთხვევაში არა.

შეტევაში ჩართვებში ჩვენი ყველაზე ძლიერი მოთამაშე ხედირაა. ბენტანკური იწყებს ამის გაკეთებას და პროგრესი აქვს. ჩვენ ვსაუბრობთ ახალგაზრდა ბიჭზე, რომელიც ძალიან გაიზარდა და დინამიკას გვმატებს. ის ახლა ძალზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რადგან ყველანაირი ტაქტიკით თამაშის საშუალებას გვაძლევს. როდრიგო სერიოზული ფეხბურთელია.

იგუაინი თუ დიბალა? თუ იგუაინი ითამაშებს იმიტომ, რომ ის არაჩვეულებრივი მოთამაშეა, მაგრამ თუ არ ითამაშებს, ეს იმიტომ მოხდება, რომ მე სხვა ტიპის გადაწყვეტილება მივიღე, რომელიც იქნება ტაქტიკური.

რთულ თამაშს ველოდები ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. ძლიერ გუნდებს შეუძლიათ მძიმე პერიოდშიც კარგი თამაშის ჩატარება. სატურნირო ცხრილში „ნაპოლის“ პოზიცია უცნაურია, რადგან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებებლები გააჩნიათ და ვიცი, რამდენს ნიშნავს მათთვის ხვალინდელი თამაში.

სტვენა ჩემდამი? ამას სიყვარულად ჩავთვლი. მე ვიყავი აქ, როდესაც იგუაინს უსტვენდნე და ვიტყოდი, რომ ეს უსამართლობა იყო.

მე არაფერი ვიცი დე შილიოსა და კურზავას გაცვლის შესახებ, რადგან დირექტორმა მითხრა, რომ ეს მხოლოდ იდეაა. ერიკსენი „ინტერში“? დიდი კალიბრის მოთამაშეზე ვსაუბრობთ, მას შეუძლია თამაშის ბალანსის შეცვლა. თუმცა, ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, ვიცით, რომ კონკურენტუნაირიანები უნდა ვიყოთ და კონცენტრაცია საკუთარ თავზე უნდა მოვახდინოთ“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 26 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …