მთავარი / სიახლეები / დიბალა: “ხელმძღვანელობამ იცის, რომ “იუვეში” დარჩენა მინდა”

დიბალა: “ხელმძღვანელობამ იცის, რომ “იუვეში” დარჩენა მინდა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ გუნდის დატოვების სურვილი არ დაადასტურა. რამდენიმე დღის წინ მისმა ძმამ განაცხადა, რომ პაულო იტალიაში ბედნიერი აღარ იყო და გუნდის დატოვება სურდა.

თუმცა, დიბალამ ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ ხელმძღვანელობამ იცის მისი სურვილი დარჩენის შესახებ.

„ჩემი ძმა ალბათობით ლაპარაკობდა. პარატიჩიმ იცის, რომ მოდევნო სეზონშიც „იუვეში“ დარჩენა და აქ თამაშის გაგრძელება მინდა. დანარჩენი კი ჩემზე არაა დამოკიდებული. „იუვენტუსმა“ თავისი არჩევანი უნდა გააკეთოს ახალ მწვრთნელთან ერთად. თუმცა, ვიმეორებ: ხელმძღვანელობამ იცის, რომ აქ დარჩენა მინდა.

ახალი მწვრთნელი? ეს ხელმძღვანელობამაც არ იცის. იმედია, ძლიერი სპეციალისტი იქნება და ყველაფერს მოვიგებთ. როგორ დავემშვიდობე ალეგრის? როგორც ყველა. დავემშვიდობე და მადლობა მადლობა გადავუხადე. ის ერთადერთი მწვრთნელი იყო, რომელიც „იუვენტუსში“ მყავდა. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ მისი და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ.

„ინტერი“? მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ მაისურს, ამ გულშემატკივრებს და ამიტომ, მხოლოდ „იუვენტუსზე“ ვისაუბრებ, რადგან სხვა გუნდებზე საუბარი უპატივცემულობად მიმაჩნია.

როგორი მწვრთნელი მინდა? მთავარია, გამარჯვება გაგრძელდეს. გარდა ამისა, ყველა ქომაგს სურს ლამაზი ფეხბურთის ხილვადა ბევრია ისეთი მწვრთნელი, რომელთაც ამის გაკეთება შეუძლიათ. მწვრთნელს ხელმძღვანელობა შეარჩევს და არა მე“, – თქვა დიბალამ.

შემთხვევითი სიახლე

დი ლივიო: “პირლოს ბედი “პორტუსთან” გადაწყდება, 1/8 ფინალიდან გავარდნა კატასტროფა იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანჯელო დი ლივიომ იტალიურ მედიას განუცხადა, რომ ანდრეა პირლოს მომავალი მთლიანად …

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “კროტონესთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „კროტონესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ სიტუაციაზე …