ტურინის „იუვენტუსი“ ახლოსაა მოიზე კინთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან. იტალიური მედიის ცნობით, მინო რაიოლასთან შეხვედრამ პოზიტიურად ჩაიარა და კინის კონტრაქტის დეტალებიც შეთანხმდა.
ნიჭიერი იტალიელი ტურინში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება და სეზონში ანაზღაურების სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება.
შეგახსენებთ, რომ კინი „იუვეს“ აკადემიაში 2010 წელს მოხვდა. მოქმედი კონტრაქტი კი ძალაში 2020 წლის ზაფხულამდეა.
2018-2019 წლების სეზონში მოიზემ 16 თამაში ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.