მთავარი / სიახლეები / სარის ტურინული გეგმები: დიბალადან პიანიჩამდე, რუგანიდან იგუაინამდე

სარის ტურინული გეგმები: დიბალადან პიანიჩამდე, რუგანიდან იგუაინამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია, მაგრამ იტალიური მედია დარწმუნებულია, რომ თუ სიურპრიზები არ იქნება, ხსენებულ თანამდებობას მაურიციო სარი დაიკავებს.

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ლონდონში ფაბიო პარატიჩი სარის შეხვდა და შეთანხმდნენ კიდეც. იტალიელი მწვრთნელის გასამრჯელო სეზონში 6 მილიონი ევრო იქნება.

ამასობაში კი იტალიური მედია სარისეულ „იუვენტუსზე“ და მის გეგმებზე წერს. როგორც ამბობენ, მაურიციო მირალემ პიანიჩისა და პაულო დიბალას ხელშეუხებლობას ითხოვს. სარის მიაჩნია, რომ პიანიჩის გარშემო ნახევარდაცვა, ხოლო დიბალას გარეშემო შეტევა უნდა აშენდეს.

გარდა ამისა, უფრო მეტი ნდობა ექნებათ დანიელე რუგანისა და ფედერიკო ბერნარდესკის. რუგანის სარი „ემპოლიდან“ ძალიან კარგად იცნობს და მისი გადაბირება ჯერ „ნაპოლიში“, მერე კი „ჩელსიში“ სურდა. რაც შეეხება ბერნარდესკის, ადგილობრივი ჟურნალისტების აზრით, მაურიციო მასში ტოპ მოთამაშეს ხედავს.

გარდა ამისა, ცნობილია კიდევ ერთი ფაქტი, რაც სარის დანიშვნის შემთხვევაში აუცილებად მოხდება – გონსალო იგუაინი „იუვენტუსში“ დაბრუნდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …