L'ultima conferenza stampa pre partita di Max Allegri

L'ultima conferenza stampa pre partita di Max Allegri

Gepostet von VB Channel - Video Juventus am Samstag, 25. Mai 2019
მთავარი / გალერეა / ალეგრის ბოლო მატჩისწინა პრესკონფერენცია “იუვენტუსში”

ალეგრის ბოლო მატჩისწინა პრესკონფერენცია “იუვენტუსში”

მასიმილიანო ალეგრიმ „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა მხოლოდ ხვალინდელი შემადგენლობა დაასახელა და ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა.

„აქ მხოლოდ დასამშვიდობებლად და ხვალინდელი მატჩის შემადგენლობის გამოსაცხადებლად მოვედი. ხვალ კარში პინსოლიო იქნება. ითამაშებენ კასერესი, რუგანი, კიელინი, დე შილიო, კუადრადო, ემრე ჯანი, ბენტნაკური, პერეირა, დიბალა და კინი.

შჩესნის მუხლზე პრობლემა აქვს და მომდევნო კვირებში გამოკვლევის ჩატარება მოუწევს. კრიშტიანუ ხვალ არ ითამაშებს, რადგან სანაკრებო მატჩების წინ დასვენება სჭირდება და ეს სწორია, რადგან სხვები გავლენ მოედანზე. მატუიდისა და ბერნარდესკის დისკვალიფიკაცია აქვთ, კანსელუმ და მანჯუკიჩმა ცხვირის ოპერაცია გაიკეთეს. ალექს სანდრომ და დუგლას კოშტამ კი გამოჯანმრთელება ვერ მოასწრეს. სპინაცოლას მდგომარეობას ხვალ დავაკვირდებით და თუ უკეთ იქნება, პერეირას ნაცვლად ნახევარდაცვაში ითამაშებს.

ხვალ კარგი თამაშით უნდა დავასრულოთ სეზონი ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ. ჯამპაოლომ დაამტკიცა შარშან კარგად შეასრულებული სამუშაო შემთხვევითობა რომ არ იყო. მადლობა ყველას“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „სამპდორიასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა კვირას, 26 მაისს გაიმართება და 2018-2019 წლების სეზონი და მასიმილიანო ალეგრის ტურინული ეპოქაც ოფიციალურად დასრულდება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …