ტურინის „იუვენტუსი“ სეზონის ბოლო მატჩს გენუაში, „სამპდორიასთან“ გამართავს. მასიმილიანო ალეგრის ბოლო ტურინული განაცხადი კი ასეთია:
მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, დელ ფავერო
მცველები: დე შილიო, კიელინი, კასერესი, ბარძალი, ბონუჩი, რუგანი, სპინაცოლა
ნახევარმცველები: პიანიჩი, კუადრადო, ემრე ჯანი, ბენტანკური, პორტანოვა, პერეირა, ნიკოლუსი
თავდამსხმელები: დიბალა, კინი
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სეზონს 26 მაისს, „სამპდორიასთან“ საგარეო მატჩით დაასრულებს, რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.