მთავარი / სიახლეები / კიელინი: “იმედია კონტე “ინტერში” ვერაფერს მოიგებს”

კიელინი: “იმედია კონტე “ინტერში” ვერაფერს მოიგებს”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. იტალიელი მცველის განცხადებით, ფეხბურთის თამაშს მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში აპირებს, თუმცა სამწვრთნელო კარიერის დაწყებას არ გეგმავს.

გარდა ამისა, ჯორჯომ ანტონიო კონტეს „ინტერში“ შესაძლო მუშაობაზეც დააფიქსირა მოსაზრება.

„თქვენ არ იცით, რამდენ მესიჯს ვიღებ ყოველდღე „იუვეს“ ახალი მწვრთნელის შესახებ. თუმცა, მე იმაზემეტი არაფერი ვიცი, რაც თქვენ იცით. მიუხედავად ამისა, მშვიდად ვარ და დარწმუნებული ვარ დიდი მწვრთნელი იქნება. ეს იქნება „იუვენტუსისთვის“ შესაფერისი სახელი და „იუვე“ გააგრძელებს გამარჯვებების მოპოვებას.

ვფიქრობ, ალეგრი სწორ მომენტში წავიდა. მან სავარაუდოდ განუმეორებელ შედეგებს მიაღწია, ამიტომაც არ გამიკვირდება, რომ რამდენიმე წელიწადში ისევ „იუვენტუსში“ ვიხილო. მაქსსა და „იუვეს“ შორის სიყვარული იმდენად დიდია, რომ ერთმანეთს კვლავ მშვიდად შეხვდებიან.

რონალდუ? ის ღვთაებრივი, უმაღლეს რანგის პირია. მისი ყიდვა ჯიჯის წასვლის შემდეგ უმნიშვნელოვანესი იყო. კრიშტიანუ ყველასთვის სამაგალითოა, თავისი მუშაობისადმი მიდგომით. ქალაქს შესანიშნავად შეერწყა, რესტორნებში დადის.

„აიაქსთან“ თამაში? მე არ ვიყავი, თუმცა, ცხადია, ამ სეზონში ხშირად გვაკლდნენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, მაგალითად ხედირა და დუგლას კოშტა. დარწმუნებული ვარ, რონალდუ, რომ საუკეთესო კონდიციებში ყოფილიყო ან დუგლას კოშტას ის ეპიზოდი, როდესაც ბურთი ძელ მოხვდა, გოლით დასრულებულიყო, შემდეგ ეტაპზე გავიდოდით. ამ ორ თამაშს თავიდან სიამოვნებით ვითამაშებდი.

კონტე „ინტერში“? – სამწუხაროა, რომ ამის ნახვა მომიწევს, მაგრამ ეს ცხოვრების ნაწილია. მესმის, რომ პროფესიონალები ვართ, მაგრამ ჩემთვის მისი „ნერაძურიში“ ნახვა უცნაური იქნება. ეს კრიტიკა არაა, ყველამ იცის, რომ ანტონიოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ „ინტერში“ ვერაფერს მოიგებს. როდესაც კონტე „ჩელსის“ წვრთნიდა, მის გამო ვგულშემატკივრობდი, მაგრამ იგივე „ინტერის“ შემთხვევაში ნამდვილად ვერ გავაკეთებ.

მომავალი? ბუნებრივია ამაზე ვფიქრობ. აგვისტოში 35 წლის გავხდები და სათამაშოდ ერთი ან ორი წელი დამრჩა. სამი წელი კი თითქმის გამორიცხულია. რაც შეეხება მომავალს, მწვრთნელობას გამოვრიცხავ, მაგრამ დირექტორატში მუშაობას არა“, – თქვა კიელინიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …