მთავარი / სიახლეები / მანჯუკიჩით “დორტმუნდი” დაინტერესდა

მანჯუკიჩით “დორტმუნდი” დაინტერესდა

„დორტმუნდი“ ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ მარიო მანჯუკიჩის შეძენას ეცდება. აღნიშნულ ცნობას გამოცემა Bild-ი ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტეტული გამოცემა ხორვატის მიმართ ინტერესის შესახებ დარწმუნებით წერს, „ბორუსიას“ წარმომადგენელმა მატიას ზამერმა ეს ინფორმაცია უარყო.

1996 წლის ევროპის ჩემპიონის განცხადებით, მანჯუკიჩი მისი გუნდის თვალთახედვის არეში არაა.

შეგახსენებთ, რომ მარიო მანჯუკიჩმა „იუვენტუსთან“ ცოტა ხნის წინ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. მიუხედავად ამისა, მასიმილიანო ალეგრის წასვლის შემდეგ შესაძლოა ხორვატი ახალი მწვრთნელის გეგმებში ვერ ჩაჯდეს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …