ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა პაულო დიბალამ „აიაქსთან“ წაგების შემდეგ სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთა კომენტარი:
„კაპიტნები მარცხს კიდევ უფრო განიცდიან. ტკივილი გაივლის, მაგრამ სპორტის სილამაზე ისაა, რომ ყოველთვის არის სხვა თასი, კიდევ ერთი სეზონი. ვამოს“, – დაწერა დიბალამ.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში დიბალამ ყველა ტურნირის ჩათვლით 39 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა (5 სერია A-ში და 5 ჩემპიონთა ლიგაზე).