სამი ხედირასთვის სეზონი დასრულდა. როგორც „იუვენტუსის“ ვებგვერდი იტყობინება, გერმანელ ფეხბურთელს მუხლზე ოპერაცია სჭირდება.
„მომდევნო თამაშებში ხელმისაწვდომი არ იქნება სამი ხედირა, რომელსაც მუხლზე ქირურგიული ჩარევა სჭირდება. ის მოედანზე მხოლოდ შემდეგ სეზონში დაბრუნდება“, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
გერმანელი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონი ძალზე წარუმატებელი გამოდგა და ჯერ ტრავმების, მერე კი გულზე შექმნილი პრობლემის გამო ძალიან დიდი დრო გაუცდა. შედეგად, სამიმ ყველა ტურნირის ჩათვლით მხოლოდ 17 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.