მთავარი / სიახლეები / პირლო: “იუვეს” მთავარი პრობლემა სუსტი ნახევარდაცვაა”

პირლო: “იუვეს” მთავარი პრობლემა სუსტი ნახევარდაცვაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდის მთავარი პრობლემა სუსტი ნახევარდაცვაა. გარდა ამისა, მარიო მანჯუკიჩიც გააკრიტიკა.

„ჩემს დროს შესანიშნავი ნახევარდაცვა გვყავდა, ხარისხიანი და როადენობრივადაც მრავალფეროვანი. ჩვენ ვქმნიდით გუნდის ხერხემალს დიდებულ დაცვასთან ერთად. შეტევაში იგივეს ნაკლებად ვიტყვით, მაგრამ ასეა, ზოგჯერ თავდასხმა უფრო ძლიერია ან უფრო სუსტი. რთულია გუნდის დაკომპლექტება. ჩემი აზრით, „იუვეს“ ნახევარდაცვაში ხარისხიანი ფეხბურთელი აკლია. ერთადერთი პიანიჩია ასეთი, დანარჩენები კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ კიდევ რაღაც სჭირდებათ, რაღაც ინიესტასეული, რაც გუნდის თამაშს შექმნის.

ვფიქრობ, თუ „იუვეს“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა, თავდასხმაში აქცენტი მანჯუკიჩზე არ უნდა გაკეთდეს“, – თქვა პირლომ.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …